# რა არის ხიდი კრიპტო სამყაროში? - Beka Egod Zakaidze - Medium

By [PowMowWow](https://paragraph.com/@sepivip) · 2022-09-11

---

რა არის ხიდი კრიპტო სამყაროში?
------------------------------

![](https://storage.googleapis.com/papyrus_images/9d0e46368cd8aa7c2ff0a0aafc86d125db22d85562aeb6111e6419e7381e768d.jpg)

ხიდი, უფრო სწორად კროს ჩეინ ხიდი (cross-chain bridge), არის საშუალება ერთი ბლოკჩეინიდან მეორეში გადაიტანო კოინი 🙂

ხო მარტივად გამოიყურება? 🙂 ანუ საერთოდ რატომ უნდა ავხნათ არა? 🙂 სინამდვილეში შეუძლებელია ბლოკჩეინიდან ბლოკჩეინზე კოინის გადატანა 🙂 საინტერესოა? 🙂

მოდი მხოლოდ შედარებებით ავხსნი ყველაფერს 🙂
-------------------------------------------

ავატარი ხომ გაქვთ ნანახი? (ჩავთვალოთ რომ პასუხი დადებითია) Jake-ი (მთავარი გმირი) იყოს #GST სოლანას ქსელზე 🙂 შესაბამისად მისი ავატარი იქნება #GST #BNB ქსელზე… იმისათვის რომ Jake-ი მოხვდეს Na’vi-ის (ე.წ. ავატარებს რასა) ქსელში (სამეფოში), მან უნდა დაიძინოს და მისმა ავატარმა გაიღვიძოს… ზუსტად ასე ხდება ხიდის (Cross Chain Bridge-ის) შემთხვევაში. იქმნება სმარტ კონტრაქტი (პროგრამა), რომელიც კეტავს ნამდვილ კოინს (ან წვავს, ანადგურებს, რაც მაგ. ფილმის ბოლოს ხდება), და მეორე მხარეს, ანუ მეორე ბლოკჩეინზე ქმნის სინთეტიკურ ტოკენს, რომლის ღირებულებაც გამყარებულია ნამდვილი კოინის (ჩაკეტილის, განადგურებულის) ღირებულებით… ანუ იღვიძებს ავატარი 😎

რადგან სმარტ კონტრაქტი, ნამდვილი კოინი (Native), დაწვა, ჩაკეტვა და ა.შ. ვახსენეთ… შესაბამისად უნდა ვახსენოთ რისკებიც… ის რისკები რაც ზოგადად სმარტ კონტრაქტებთან არის დაკავშირებული (სმარტ კონტრაქტები ადამიანის დაწერილი კოდია, Nobody’s perfect, არა Levan Ilashvili ? 😛 )… მაგალითად ცოტა ხნის წინ #Ronin-ის ხიდი გაიჰაკა და ნამდვილი #Ethereum-ის გატანა მოხდა ჩრდილოეთ კორეაში… ისევ ავატარს რომ დავუბრუნდეთ, მძინარე Jake-ზე თავდასხმა წააგავს ჰაკს 🙂 მეტი ამ ჰაკზე აქ: [https://cointelegraph.com/.../the-aftermath-of-axie...](https://cointelegraph.com/news/the-aftermath-of-axie-infinity-s-650m-ronin-bridge-hack?fbclid=IwAR1yCyjfBgzam_Z9Q0GPb6hE6kc243MyjI6jVL9Q_Qb45uatfFxy80u-s9w)  
რონინი ტყუილად არ ვახსენე… ამ ჰაკმა Stepn-ის დეველოპერები ძნ დააშინა და რაც ახლა #BNB ქსელზე ხდება, დიდი ალბათობით ამ ჰაკის შედეგია… არ ჩქარობენ უსაფრთხოების ხარჯზე ხიდის დალონჩვას. #BNB Chain-ი და #Ronin-ი, ორივე #ethereum-ის ქსელზე დაფუძნებული ბლოკჩეინებია… ამიტომ სანამ დედის 🍑 ვაგინებთ Stepn-ს, ეს რისკებიც გავითვალისწინოთ 🙂

ბარემ აქ ვართ: არსებობს ბევრი ტიპის ხიდი. ცალმხრივი (მაგ. BTC-ი და Eth-ი.), მულტიქსელური, ცენტრალიზებული (custodial), დეცენტრალიზებული (noncustodial).  
და მთავარი კითხვა: რა ჯანდაბად გვინდა ეს დდმტყნ ხიდები?  
ვისაც პოლიგონთან შეხება გქონიათ, ყველამ იცით ალბათ რომ #eth-ი პოლიგონზე კარგი გამოსაყენებელია (იაფი), ვიდრე #Eth-ი #Ethereum-ზე 🙂 სწორედ ხიდის საშუალებით არის ეს მისაღწევი… რომ არა ხიდები DeFi ვერ განვითარდებოდა და ინვესტორებს ან მომხმარებელს ძალიან ძვირი და ნელი ტრანზაქციების პირისპირ მოუწევდა ყოფნა… მოკლედ ხიდების გარეშე კრიპტო სამყარო იქნებოდა გამოუყენებელი ტექნოლოგია… ასე რომ მადლობა ბატონ ბიძინას რომ გვაქვს ბევრი ხიდი ❤

#IMPORTANT #academy  
P.S. ბევრი რამ სიმარტივისთვის დავამახინჯე 🙂

---

*Originally published on [PowMowWow](https://paragraph.com/@sepivip/beka-egod-zakaidze-medium)*
