Web 3.0-ის, იგივე Dapp-ის (Decentralized Application) არქიტექტურა საკმაოდ განსხვავდება Web 2.0 აპლიკაციებისგან. მაგალითად ავიღოთ Medium, პლატფორმა სადაც ახლა ვიმყოფებით. ეს არის მარტივი Blog-ის ტიპის საიტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წერონ საკუთარი ან იკითხონ სხვისი სტატიები. რეალურად მარტივი Web 2.0 აპლიკაციის მიღმაც, საკმაოდ ბევრი რამ ხდება. ზედაპირულად განვიხილოთ Medium-ის არქიტექტურა.აუცილებლად უნდა არსებობდეს ადგილი (Database), სადაც ისეთი მონაცემები ინახება, როგორიც არის Us...